კალათბურთი

0:53 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "ტენერიფემ" პლეი-ოფი მარცხით დაიწყო

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალური ეტაპის სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ჟუვენტუტს“ ესტუმრა და უბრძოლველად, 68:100 დამარცხდა.

კანარიელებმა პირველი ორი პერიოდი უბრალოდ კოშმარულად ჩაატარეს - 7:27 და 14:27! ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეორე ტაიმში ვეღარ მოახერხა.

შერმადინმა 17:06 წუთში 7 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 9-ს გაუტოლდა.

სერიის მეორე შეხვედრაში, რომელიც 29 მაისს გაიმართება, „ტენერიფე“ მასპინძელი იქნება და ანგარიშის გათანაბრებას ეცდება.

0.114413