ფეხბურთი

23:05 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩხეტიანი "ტორპედოში" გამარჯვებით დაბრუნდა

ქუთაისის „ტორპედოში“ კახა ჩხეტიანის დაბრუნება წარმატებული გამოდგა და იმერულმა კლუბმა ეროვნული ლიგის მე-16 ტურში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„ტორპედომ“ უშუალო კონკურენტ „გაგრას“ უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. გუნდებს ბევრი საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ და თამაში ლოგიკური ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს.

ბექა ვაჩიბერაძემ სტანდარტულიდან ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს მათე ვაწაძე შეეხო და სტუმართა ფორვარდმა ავტოგოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებით „ტორპედომ“ 18 ქულა დააგროვა და პლეი-აუტის ზონა დატოვა, მეშვიდე პოზიციაზეა და სწორედ „გაგრას“ გადაასწრო. ჩხეტიანის გუნდი მომდევნო ტურში 16 ივნისს, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებს, ხოლო „გაგრა“, რომელსაც 17 ქულა აქვს, ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა და პლეი-აუტის ზონაში ჩაეშვა, ასევე 16 ივნისს, „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

„ტორპედო“ – „გაგრა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვაწაძე (90, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114624