ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო სავარაუდოდ „ესპანიოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.
ესპანური მედიის ცნობით, კანავარო ბარსელონაშია და კლუბის ხელმძღვანელობასთან ბოლო დეტალებს აგვარებს. მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. კანავარო ვისენტე მორენოს შეცვლის, რომელმაც კლუბი დატოვა.
48 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო და „გუანჯოუს“, „ალ-ნასრს“, „ტიანჯინსა“ და ჩინეთის ნაკრებს წვრთნიდა, მაგრამ 2019 წლიდან არსად უმუშავია. აღსანიშნავია, რომ ევროპაში მუშაობის გამოცდილება იტალიელს არ აქვს.