ფეხბურთი

19:57 | 26.05.2022 | ნანახია 1192 - ჯერ

მხითარიანი "ინტერში" ითამაშებს

სომხეთის ნაკრებისა და „რომას“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიურ მედიასთან ერთად ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ცნობილი ინსაიდერი დარწმუნებულია, რომ გარიგება უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება. მხითარიანი „ინტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი კი სეზონში 3.5 მილიონი ევრო იქნება.

2021-2022 წლების სეზონში სომეხმა ფეხბურთელმა „რომაში“ 44 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. მხითარიანს „მანჩესტერ იუნაიტედში“, „არსენალში“, „დორტმუნდსა“ და „შახტარში“ უთამაშია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:39 | 27.05.2022
alfadhirhaiti (7530)

სანაკრებო კარიერა არ დაასრულა?

10:46 | 27.05.2022
welder (1068)

სომეხია ეს თუ ციგანი? მოირბინა ნახევარი ევროპა

0.128296