ფეხბურთი

19:22 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელე "ბარსელონას" დატოვებს და პსჟ-ში გადავა

უსმან დემბელე „ბარსელონას“ დატოვებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა კონტრაქტის განახლებაზე უარი საბოლოოდ განაცხადა.

გამოცემა წერს, რომ 25 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა „ბარსას“ სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა კიდეც. დემბელე იმედოვნებს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით „პარი სენ ჟერმენში“ გადავა.

As-ი ასევე წერს, რომ ფრანგმა ბარსელონაში სახლი უკვე დატოვა და ის სახლი, სადაც ცხოვრობდა, ქირავდება.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელე „ბარსელონას“ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ შეუერთდა და 150 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა. მანამდე ფრანგი სამშობლოში „რენის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110632