ფეხბურთი

14:57 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

იძულებითი ცვლილება ნაკრების შემადგენლობაში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მატჩებისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს.

უეფას ერთა ლიგის შეხვედრებისთვის გამოძახებულთა სიაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება განხორციელდა. კორონავირუსის გამო ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება ბათუმის დინამოს წევრი სანდრო ალთუნაშვილი.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (გაგრა), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი)

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (დინამო ბათუმი) ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, პოლონეთი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი).

თავდამსხმელები: ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

0.116794