უეფას პრეზიდენტმა, ალეკსანდერ ჩეფერინმა, სუპერლიგის პროექტის შესახებ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ჯერ ერთი, სუპერლიგის შექმნის იდეა სულაც არ იყო „სუპერ.“ ეს ისტორია დამთავრდა. ახლა შეუძლიათ აკეთონ ის რაც სურთ. დარწმუნებული ვარ, რომ უეფა იურიდიულადაც და მორალურადაც მართალია. თუ საჭირო გახდა, სასამართლოსაც მოვუგებთ.
ისინი ამბობენ, უეფა მონოპოლისტიაო. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ უეფას არ აქვს მონოპოლია. თუ უნდათ ითამაშონ საკუთარ ტურნირებში. მაგრამ უცნაურია, საკუთარ და ჩვენ შეჯიბრებებში პარალელურად თამაში სურთ.“ - ციტირებს სლოვენიელი ჩინოვნიკის სიტყვებს Sky Sport Italia.









