ფეხბურთი

11:49 | 26.05.2022 | ნანახია 454 - ჯერ

ვინისიუსი „პარი სენ-ჟერმენში“ არ გადავა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ვინისუსმა, ჟურნალისტებს პსჟ-ის მის მიმართ არსებული ინტერსის შესახებ უპასუხა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემით დაინტერესდა? მე „რალში“ დარჩენა მსურს და მალე კონტრაქტსაც გავახანგრძლივებ. ამ ეტაპზე სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ,“ - ციტირებს ტვიტერში ბრაზილიელი ფორვარდის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ვინისიუსის „სამეფო კლუბთან“ არსებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12565