სხვა

2:03 | 26.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალვარესი ყაზახ გოლოვკინს მესამედ სექტემბერში შეხვდება

ქვემძიმე წონაში (79 კგ), დმიტრი ბივოლთან დამარცხების შემდეგ, კანელო ალვარესი ზესაშუალო წონას (76 კგ) უბრუნდება, სადაც ბრძოლას გენადი გოლოვკინთან გამართავს. ეს მექსიკელის და ყაზახის მესამე შეხვედრა იქნება.

ალვარესი ზესაშუალო წონაში, ჯერაც ოთხივე პრესტიჟული საკრივო გაერთიანების ტიტულების მფლობელია. ზვემძიმე წონაში გადასულმა, თავის კარიერაში მეორე მარცხი იწვნია და ისევ „თავის“ წონას დაუბრუნდა. არადა, ბივოლთან შეხვედრამდე იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ალვარესი კრეისერის წონასაც (91 კგ) კი გაქაჩავდა.

ალვარესის და გოლოვკინის პირველი შეხვედრა 2017 წელს გაიმართა და ფრედ დასრულდა. ერთი წლის შემდეგ ისინი კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მექსიკელმა მცირე უპირატესობით მოიგო.

საპრომოუტერო კომპანია „მატჩრუმის“ შეფმა ედი ჰერნმა განაცხადა, რომ ბრძოლა 17 სექტემბერს გაიმართება. ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება. „ამ წონაში ორი კაცი მეგულება, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ და დარწმუნბული ვარ, მათი მესამე შეხვედრა ნოკაუტით დასრულდება“, - ამბობს ჰერნი.

გოლოვკინი ახლა 40 წლისაა და კანელოსთან წაგების შემდეგ, ზედიზედ ოტხი ბრძოლა აქვს მოგებული.

0.113773