ვინსენ კომპანიმ ბრიუსელის „ანდერლეხტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია ბელგიური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
კომპანიმ კლუბს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მათი პირველი გულშემატკივარი იქნება.
ლეგენდარული ბელგიელი ფეხბურთელი „ანდერლეხტს“ 2019 წელს ჩაუდგა სათავეში და თავიდან მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო 2020 წლიდან მხოლოდ მწვრთნელობას ითავსებდა. აღსანიშნავია, რომ ამ სამ წელიწადში კომპანიმ „ანდერლეხტს“ ერთი ტიტულიც ვერ მოაგებინა.
ბრიტანული მედიის ცნობით, ვინსენ კომპანი დიდი ალბათობით „ბარნლის“ ჩაიბარებს, რომელიც პრემიერლიგიდან ახლახან გავარდა და მომდევნო სეზონს ჩემპიონშიფში გაატარებს.