ფეხბურთი

18:47 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟოან ლაპორტა: "ფეხბურთელები პსჟ-ში მონები ხდებიან"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ფეხბურთელები „პარი სენ ჟერმენში“ მონები ხდებიან, რადგან იქ მხოლოდ ფულის გამო გადადიან. ლაპორტამ ასევე გამორიცხა და ნეიმარის და ლიონელ მესის დაბრუნება, თუ ისინი თავისუფალი აგენტები არ იქნებიან.

„პსჟ ფეხბურთელებს ფულით იტაცებს და იცინი, ვინც ამ კლუბში ფულის გამო მიდიან, მონები ხდებიან. აშკარაა, რომ ამ კლუბის უკან სახელმწიფო დგას, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს, ეს დარტყმაა ევროპული ფეხბურთის მდგრადობაზე.

ნეიმარი ვის არ მოსწონს? ის საოცარი მოთამაშეა, ყველას უნდა, რომ ერთ დღეს „ბარსაში“ დაბრუნდეს, ისიც და მესიც, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი თავისუფალი აგენტები იქნებიან, რადგან ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს ფეხბურთელები ვიყიდოთ. თუ თავისუფალი აგენტები გახდებიან, შემდეგ მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, მოერგებიან თუ არა ისინი ჩვენს პროექტს“, - თქვა ლაპორტამ.

გარდა ამისა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა სეზონის შესახებ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ იმედგაცრუებულია: „სეზონი გაღიზიანებულმა და იმედგაცრუებულმა დავასრულე. ვიცით, რომ გუნდში ბევრი ტრავმა იყო, მაგრამ ვფიქრობ, „კადისთან“, „რაიო ვალეკანოსთან“ და „ვილიარეალთან“ სახლში წაგება იმედგაცრუებას იწვევს“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109479