ფეხბურთი

17:42 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაზრაუის შემდეგ "ბაიერნი" "აიაქსის" კიდევ ერთ ფეხბურთელს დაიმატებს

მიუნხენის „ბაიერნი“ ნიდერლანდების ნაკრებისა და „აიაქსის“ ნახევარმცველ რაიან გრავენბერხს დაიმატებს. გერმანული მედიის ცნობით, შეთანხმება მიღწეულია.

„ბაიერნმა“ „აიაქსიდან“ ნუსაირ მაზრაუი უკვე დაიმატა, ახლა კი ნიდერლანდური გრანდის კიდევ ერთ ფეხბურთელს გაიფორმებს. 19 წლის ნახევარმცველი არაერთი ევროპული გრანდის ინტერესის სფეროში იყო, მაგრამ მან არჩევანი „ბაიერნზე“ გააკეთა.

მიუნხენელები „აიაქსს“ გრავენბერხში“ 20 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც ბონუსებიც დაემატება. პირადი კონტრაქტის დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.

რაიან გრავენბერხი „აიაქსის“ აკადემიის აღზრდილია და 103 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში ჩატარებულ 10 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა (საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110473