ფეხბურთი

15:05 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" 15 სავარაუდო მეტოქე ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყების დრო ახლოვდება და სულ რაღაც თვენახევარი დარჩა.

„დინამო ბათუმი“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და წილისყრის წინ განუთესავ გუნდებს შორისაა. უკვე ცნობილია 15-ვე გუნდი (განთესილი), რომლებიც გია გეგუჩაძის გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების რაოდენობა წილისყრის წინა დღეს (13 ივნისს) ხუთამდე შემცირდება. თუმცა, მანამდე ბათუმელთა სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი ასეთია:

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი), „მალმიო“ (შვედეთი), „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „შერიფი“ (მოლდოვა), „კლუჟი“ (რუმინეთი), „ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „მარიბორი“ (სლოვენია), „სლოვანი“ (სლოვაკეთი), ჰიკ (ფინეთი), „ნიუ საინტსი“ (უელსი), „დუდელანჟი“ (ლუქსემბურგი), „ჟალგირისი“ (ლიეტუვა), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „შემროკ როვერსი“ (ირლანდია).

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 14 ივნისს გაიმართება, ხოლო მატჩები 5-6 და 12-13 ივლისს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111405