ქუთაისის „ტორპედოს“ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. გამოცდილი სპეციალისტის დაბრუნება იმერული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ჩხეტიანმა „ტორპედოში“ პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა, ჟურნალისტების წინაშე კი მას დღეს წარადგენენ.
კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ ძალიან კარგად იცნობს და მშობლიურ გუნდს ორჯერ უკვე წვრთნიდა. პირველად მან გუნდი 2016 წლის სექტემბერში ჩაიბარა და 2017 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, მოგვიანებით კი კლუბს საქართველოს თასი და ორჯერ საქართველოს სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, კახამ „ტორპედო“ ევროპა ლიგის პლეი-ოფშიც გაიყვანა. მეორედ ჩხეტიანი „ტორპედოში“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონატში 15 ტურის შემდეგ 15 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მერვე ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
lagashi - ეგ კერძო ინვესტორი არ არის "ტორპედოს" მესაკუთრე, ეგ არის კომპანია, რომელსაც ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ "ტორპედო" იჯარით აქვს. არც კლუბია მისი, არც ბაზა და არც არაფერი ღირებული. კერძო კლუბი იქნებოდა მაშინ, მთელი მისი ქონება აქციების სახით რომ იყოს საკუთრებაში. ქუთაისელების, გურულების, ან ვისიც გინდა. მარტო ამის მერე თუ ჩაიდება რეალურად საჭირო და სასურველი ინვესტიციები
კარგი შემადგენლობა ჰყავს ტორპედოს, თუ დააცადეს ჩხეტიანს აუცილებლად აათამაშებს
ტოროწდო ან სხვა ქართული კლუბებისგან რატომ ელოდები პროგრესს? ერთი ბათუმს აქვს რაღაც ფართხალი დაწყებული, მაგრამ ეგეც ძალიან დროებითია
მე არ მითქვამს ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს თქო
ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე არაა, მაგრამ ქუთაისს, ზუგდიდს და ა.შ. მართლა შეიძლება მაგარი გუნდები ყავდეს ევროპის მაშტაბითაც. ნუ სტიაუა რომ არის ეGეტი მაინც. უბრალოდ სანამ მუნიციპალიტეტის იქნება გუნდები, იქამდე გრძელვადიანი წარმატება შეუძლებელია
ისე ტორპედოს ხო კერძო ინვესტორი ჰყავს?
ბათუმში კარგი საფეხბურთო ატმოსფერო ყალიბდება, ახლა საჭიროა თუნდაც ერთი რეგიონის ისეთი კლუბი ვინც კონკურენციას გაუწევს ბათუმის დინამოს, თბილისის დიანმოც აქვეა და ჩემპიონატი მიიღებს საკმაოდ ნორმალურ სახეს