სხვა

3:38 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხმა იან ჰირტმა ჯიროს სამთო ეტაპი მოიგო

ჩეხმა ველომრბოლმა იან ჰირტმა ჯირო დ’იტალიას მე-16, სამთო ეტაპი მოიგო. რბოლის განმავლობაში, მას ჯერ ველისოპედ დაუზიანდა, შემდეგ კი კუნთების სპაზმები ჰქონდა, მაგრამ ყველა პრობლემას გაუძლო და ფინიშთანაც პირველი მივიდა.

ჰირტი ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩებოდა, მაგრამ მათ იტალიის ალპებში მდებარე მთა მორტიროლოს წინ დაეწია. ჰოლანდიელმა თიმენ არენსმანმა როცა შეუტია, ჰირტმა ერთადერთმა შეძლო გაყოლა. თავიდან მათ 16 წამი აშორებდა, მაგრამ საბოლოოდ ჩეხმა 7-წამიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

„დღეს რაღაც სასიამოვნოს გაკეთება მინდოდა. ყოველთვის, როცა მორტიროლო მესმის, ასპარეზობის ხასიათზე ვდგები. ბოლო აღმართზე ბაიკი დამიზიანდა. გადაცემები კარგად არ ირთვებოდა და ჯაჭვი კბილანიდან ხტებოდა ხოლმე. დაღმართში კი სპაზმები დამეწყო. მოკლედ, ყველანაირი პრობლემა შემექმნა. მაგრამ ბრძოლის ხალისი ამან ვერ დამიკარგა“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

მესამე ადგილისთვის სპრინტი გამართეს ლიდერის ვარდისფერი მაისურით მოასპარეზე ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა, ესპანელმა მიკელ ლანდამ და ავსტრალიელმა ჯეი ჰინლიმ. სამივემ გამარჯვებულთან წუთი და 24 წამი წააგო. მათ შორის ყველაზე სწრაფი კი ჰინლი გამოდგა, რომელმაც ამისთვის ბონუს ქულები მიიღო და კარაპასთან ჩამორჩენა სამ წამამდე შეკვეცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116575