ფეხბურთი

23:30 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ჩემპიონთა ლიგაზე არსებული კონკურენციის გამო ფინალში გასვლა უკვე წარმატებაა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი კონკურენციის პირობებში ფინალში გასვლა წარმატებაა, „ლივერპულის“ მისამართით კი კომპლიმენტები არ დაიშურა.

„თამაშისთვის კარგად ვემზადებით, გუნდში კარგი ატმოსფეროა. ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია ყოველწლიურად იზრდება, ბევრი გუნდია, რომელიც მიზნად გამარჯვებას ისახავს. ამ თვალსაზრისით ფინალში გასვლა თავისთავად წარმატებაა, მთელი კონკურენციის პირობებში და ის ფაქტი, რომ „რეალი“ ბოლო წლებში ფინალში რამდენჯერმე გავიდა, დიდი წარმატებაა. ახლა შეგვიძლია, კიდევ ერთი ტიტული მოვიგოთ.

„ლივერპული“ არის კლუბი, რომელსაც პატივს ვცემ და ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ატმოსფერო რაც მინახავს, „ენფილდის“ გარემოა. შარშან გამიმართლა, რომ 21 წლის შემდეგ იქ დერბი მოიგე. მათ წინააღმდეგ ფინალში თამაში განსაკუთრებულია. „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგა ექვსჯერ აქვს მოგებული და ეს თამაშს დამატებით მოტივაციას ანიჭებს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, „რეალი“ და „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 28 მაისს, შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116743