ლონდონის „ვესტ ჰემისა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველმა კურტ ზუმამ კატების ცემის ფაქტი სასამართლოში აღიარა.
რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ სცემდა ზუმა კატას საკუთარ სახლში, რასაც საფეხბურთო და არასაფეხბურთო საზოგადოების ძალიან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მათ ფეხბურთელის საქციელზე მკაცრი რეაგირება მოახდინეს და მას შეურაცხყოფაც მიაყენეს.
საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც ფეხბურთელმა ცხოველთა დაცვის შესახებ კანონის ორ საქმეზე დანაშაული აღიარა. საბოლოო განაჩენის გამოტანა 1 ივნისამდე გადაიდო. „ვესტ ჰემის“ მცველმა უკვე გადაიხადა 250 ათასი გირვანქა სტერლინგი, საიდანაც თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.
აღსანიშნავია, რომ კურტ ზუმას ადვოკატმა განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ მისმა პალატამ არაერთი მუქარის წერილი მიიღო.