საფრანგეთის ნაკრებისა და „მონაკოს“ ნახევარმცველი ორელინ ჩუამენი მადრიდის „რეალში“ გადავა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია და 22 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს. ჩუამენი „სამეფო კლუბს“ ბედს 5 წლით დაუკავშირებს. მადრიდული გრანდი "მონაკოს" 80 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსებიც დაემატება.
2021-2022 წლების სეზონში ნიჭიერმა ფრანგმა ფეხბურთელმა 46 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.