ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ივნისში ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი უახლოეს შეხვედრებს ასეთი შემადგენლობით ჩაატარებს:
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ბარნლი), აარონ რამსდეილი (არსენალი)
მცველები: ტრენტ ალექსანდერ არნოლდი (ლივერპული), კონორ კოადი (ვულვზი), მარკ გაილი (კრისტალ პალასი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჯეიმს ჯასტინი (ლესტერი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), ფიკაიო ტომორი (მილანი, იტალია), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კაილი უოლკერი (მანჩესტერ სიტი), ბენ უაითი (არსენალი)
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, გერმანია), კონორ გალაჰერი (კრისტალ პალასი), მეისონ მაუნთი (ჩელსი), კელვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი)
თავდამსხმელები: ტამი აბრაჰამი (რომა, იტალია), ჯეროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ბუკაიო საკა (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)
ინგლისის ნაკრები ერთა ლიგაზე ივნისში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო თითოჯერ იტალიასა და გერმანიას.