ფეხბურთი

17:32 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "აიაქსის" მცველი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ამსტერდამის „აიაქსის“ მარჯვენა მცველი ნუსაირ მაზრაუი გაიფორმა. ინფორმაცია გერმანული გრანდის ვებგვერდმა დაადასტურა.

24 წლის მაროკოელი „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„აქ იმიტომ გადმოვედი, რომ ბევრი ტიტულის მოგების შანსი მექნება, ევროპის უდიდეს კლუბში მოვედი. მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ვიბრძოლებთ“, - თქვა მაროკოელმა ფეხბურთელმა.

აქვე გეტყვით, რომ ნუსაირ მაზრაუიმ „აიაქსში“ 2017 წლიდან ითამაშა და 137 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108693