უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ბურთი წარმოადგინა. ფინალი, შაბათს, 28 მაისს გაიმართება პარიზში. ერთმანეთს მადრიდის „რეალი“და „ლივერპული“ შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ბურთს ინგლისურად და რუსულად სიტყვა „მშვიდობა“ აწერია. საკლუბო ფეხბურთის გადამწყვეტი მატჩი წლეულს სანკტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მატჩის ჩატარების უფლება რუსულ მხარეს ჩამოერთვა და პარიზს გადაეცა.