ფეხბურთი

12:48 | 24.05.2022 | ნანახია 3241 - ჯერ

2023 წელს გვარდიოლამ, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაიბაროს

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, 2023 წლის ზაფხულამდე თანამდებობაზე დარჩება, შემდეგ კი მას „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის - გვამცნობს ესპანური AS.

წყაროს ინფორმაციით, პსჟ-ის ხელმძღვანელობამ პოჩეტინოს კიდევ ერთი სეზონით დატოვება გადაწყვიტა, რადგან არგენტინელ სპეციალისტს კარგი ურთიერთობა აქვს გუნდის ლიდერ კილიან მბაპესთან.

პარიზელთათვის პრიორიტეტულად ესპანელი სპეციალისტის გადაბირება რჩება. გვარდიოლას „ქალაქელებთან“ სწორედ 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება კონტარქტი და პსჟ ამით სარგებლობას აპირებს.

ფრანგული კლუბისთვის პოჩეტინოს კიდევ ერთი წლით შენარჩუნება ფინანსურადაც მომ გებიანია, რადგან არგენტინელსაც პსჟ-თან მიმდინარე კონტრაქტი 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენს“ საკომპენსაციოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:57 | 02.06.2017
Chat shit get banged (1127)

ბენფიკას საღოლ! ჯერ ობლაკი დაასუხარა 20 მილიონად, მერე ეს 40ად. მანამდე ჟულიო სეზარი ყავდათ

22:09 | 01.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ irAklidiusi (1625)

ვაა რა დედის მტ: სასტავს კრეფავ !!!!!

0.063517
3241