ფეხბურთი

10:51 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი: „სიტი“ და „ლივერპული“ ფანტასტიკურები არიან, მაგრამ ყველა ეპოქას აქვს დასასრული“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებს მისი გუნდის „სიტისთან“ და „ლივერპულთან“ მომავალი კონკურენციის შესახებ ესაუბრა.

„სიტიც“ და „ლივერპულიც“ დღეს ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. აღფრთოვანებული ვარ მათით. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ეპოქას აქვს დასასრული და მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრებს. დარწმუნებული ვარ, პრემიერლიგის სხვა კლუბებსაც სურთ მათთან ბრძოლის გაჩაღება.“ - ციტირებს ნიდერლანდელი სპეციალისტის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგმა „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულმდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111398