ჩოგბურთი

4:06 | 24.05.2022 | ნანახია NaN - ჯერ

როლან გაროსს მოქმედი ჩემპიონი პირველივე წრეში გამოეთიშა

საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი, ჩეხი ბარბორა კრეიჩიკოვა როლან გაროსს პირველივე წრეში გამოეთიშა. ის ფრანგ დაიანე პარისთან 6-1, 2-6. 3-6 დამარცხდა. მის თამაშზე უარყოფითად აისახა ხანგრძლივი პაუზა, რომელიც იდაყვის ტრავმით იყო გამოწვეული.

კრეიჩიკოვამ როლან გაროსამდე ბოლოს თებერვალში, დოჰას ტურნირზე ითამაშა. დიდი ხნის უთამაშებლობის მიუხედავად, მეორე ნომრად განეთესილმა ჩეხმა პირველი სეტი იოლად მოიგო. უფრო მეტიც, მეორე სეტიც ბრეიკით დაიწყო და 2-0 დაწინაურდა.
მაგრამ აქედან მოყოლებული, ჩემპიონმა შეცდომებს უხშირა, რითაც თავის 19 წლის მეტოქეს, ვისაც მანამდე ტოპ ათეულის ჩოგბურთელთან არასდროს უთამაშია, უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა.

„მეორე სეტში პირველი ორი გეიმის მოგების შემდეგ, თითქოს კედელს შევასკდი. ძალა გამომელია. ალბათ იმიტომ, რომ დიდხანს არ მითამაშია. როგორც წესი, შეხვედრა ვარჯიშისგან ძირეულად განსხვავებულია. მე ვვარჯიშობდი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა“, - განაცხადა კრეიჩიკოვამ.

ჩეხის თქმით, ტკივილი არ აწუხებს, მაგრამ თამაშის ტემპს ვერ გაუძლო. ის ამბობს, რომ ტრავმის ქირურგული ჩარევით მკურნალობის შესაძლებლობაც ჰქონდა, მაგრამ ამაზე უარი თქვა, რადგან სწრაფად გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა. მაგრამ პირიქით მოხდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:41 | 06.11.2024
Kobe Bean (21711)

რეალს ეტყობა კროოსის წასვლა და მოდრიჩიც რომ წავა მერე ნახეთ დატყობა.ბელინგემი ვალვერდე კაი ფეხბურთელები არიან მაგრამ კროოსი და მოდრიჩი არცერთი არაა.რა ვიცი,ვინმე მაგარი თუ არ იყიდა პერესმა(გაუჭირდება) მაშინ ბარსას ცენტრი გამოისვამს რეალს კაიხანი

01:12 | 06.11.2024
Kobe Bean (21711)

სწორია ბენზემა.გასაგებია რომ არაა ტიპიური ცენტრფორვარდი ტილიანი მაგრამ მაგის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს არ უნდა უჭირდეს არც ცენტრფორვარდობა და უნდა გაითავისოს ეგ პოზიციაც.გარემარბი მბაპე ისედაც ვის რა ჩემ მზედ უნდა,ინსაიდს კი ვინის გამო ვერ ითამაშებენ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068389