ფეხბურთი

1:20 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ჩვენი თავიდან არავის სჯეროდა, ახლა იტალიაა მილანი!"

„მილანმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი გასახდელში თანაგუნდელებს მიმართავს. 40 წლის შვედი ფეხბურთელი ამბობს, რომ მათი თავიდან არავის სჯეროდა, მაგრამ ერთად მუშაობით მიაღწიეს იმ შედეგს, რომელსაც „მილანი“ დიდხანს ელოდა.

„არა ბიჭებო, დამშვიდდით, ფეხბურთიდან არ მივდივარ. როცა ეს გზა დაიწყო, გუნდში მოვედი, შემდეგ სხვებიც შემოგვიერთდნენ, პირველი დღიდან ჩვენი ძალიან ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ როცა გავაცნობიერეთ, რომ შეგვეძლო მსხვერპლის გაღება, ტკივილთან შეგუება, მუშაობა, რწმენა, მაშინ გავხდით ჯგუფი. ამის ხარჯზე არის შესაძლებელი იმის გაკეთება, რაც გავაკეთეთ. დღეს იტალიის ჩემპიონები ვართ.

მინდა, პირველ რიგში მადლობა თქვენ, ფეხბურთელებს გადაგიხადოთ. ასევე, თქვენი სახელით მინდა მადლობა ვუთხრა მალდინის, მასარას და გაზიდისს. ადვილი არ იყო, მაგრამ ეს სეზონი ჯგუფურად მოვიგეთ. როგორც ვთქვით, ჩვენი თავიდან არავის სჯეროდა, თუმცა სწორედ ამ სიტყვებით გავძლიერდით. ყველა თქვენგანით ძალიან ვამაყობ. პატივი დამდეთ და ჩემპიონობა ისე აღვნიშნოთ, როგორც შეგვეფერება, რადგან ქალაქი მილანი არ არის მილანი, არამედ, იტალიაა მილანი!“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ ერთად 2011 და 2022 წლებში მოიგო. „როსონერი“ იტალიის ჩემპიონი 11-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მე-19-ედ გახდა.

0.110917