სხვა

23:23 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

2017-2021 წლებში IOC-ის შემოსავალი 7,6 მილიარდამდე გაიზარდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, ოლიმპიური მოძრაობის მმართველმა ორგანიზაციამ 2017-2021 წლებში ოლიმპიური თამაშების დახმარებით თავისი შემოსავლები 5,7 მილიარდი დოლარიდან 7,6 მილიარდამდე გაზარდა.

IOC-ის ოფიციალური გვერდის თანახმად, მოცემულ პერიოდში, მმართველ ორგანიზაციას ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა დღეში 4,2 მილიონ დოლარი უჯდებოდა. მაშინ, როდესაც ადრეული ოლიმპიადების პერიოდში ეს თანხა 3,4 მილიონს შეადგენდა.

"2017-2020/21 წლების პერიოდში შემოსავალმა 7,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. IOC-მა შემოსავლის 90 პროცენტი საერთაშორისო ფედერაციებს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და სხვა ორგანიზაციებს, ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს გადასცა, ასევე სახსრები გამოყო ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის და წინსვლისთვის," - განმარტავს IOC-ის ვიცე-პრეზიდენტი სერ მიანგ ნგი.

ასევე ირკვევა, რომ შემოსავლების ნაწილი მოხმარდა "ოლიმპიური დღის წესრიგი 2020" და "ოლიმპიური დღის წესრიგი 2020+5-ის" მხარდაჭერას, რაც, თავის მხრივ, ოლიმპიური მოძრაობის შემდგომი განვითარებისკენ იყო მიმართული.

GEONOC.ORG.GE

0.089021