ფეხბურთი

21:34 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიქელთაძემ "ბარსელონასთან" თამაშზე უარი თქვა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდა

ბექა მიქელთაძეს 25 მაისს, ავსტრალიის ჩემპიონატის ვარსკვლავების გუნდისა და კატალონიის „ბარსელონას“ ამხანაგურ მატჩში უნდა ეთამაშა, თუმცა მან ამაზე უარი თქვა - მიზეზი საქართველოს ნაკრებია.

ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას ნაცვლად ვილი სანიოლმა ნაკრებში მიქელთაძე გამოიძახა და ქართველმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშს სამშობლოში დაბრუნება და შეკრებაზე დროულად გამოცხადება ამჯობინა.

„ბექა თითქმის ორი წელია ნაკრებში არ ყოფილა და ეს მისთვის ბევრს ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ვერ ითამაშებს ყველა ვარსკვლავის მატჩში, მაგრამ მას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. ავსტრალიიდან ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება დიდი მიღწევაა. მას შესანიშნავი გარემო შევუქმენით“, - თქვა „ნიუკასლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შეინ მატისკემ.

შეგახსენებთ, ბექა მიქელთაძეს საქართველოს ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, ბოლოს 2020 წლის შემოდგომაზე ითამაშა. ავსტრალიის ჩემპიონატში მან 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგისთვის მატჩებისთვის მზადება დღეს დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108178