ფეხბურთი

19:37 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "კვარაცხელია ილუზიონისტია, რომელსაც გოლების გატანა არაფრისგან შეუძლია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარაცხელია ილუზიონისტია, რომელსაც გოლების გატანა არაფრისგან შეუძლია.

„ნაპოლიმ ტექნიკური ხარისხი უნდა შეინარჩუნოს, სწორედ ეს ქმნის განსხვავებას. ხარისხიანი ფეხბურთელებია საჭირო შეტევით ფაზაში გოლების გასატანად, რადგან უნდა მოვიგოთ მატჩები და ამისთვის საჭიროა ფეხბურთელები, რომლებსაც არაფრისგან შეუძლიათ გოლის გატანა, მომენტის გამოგონება, გენიოსები და ილუზიონისტები არიან, მსგავსი ფეხბურთელები ყველა გუნდს სურს. ინსინიე ნამდვილად მიდის, მაგრამ მოდის კვარაცხელია, რომელიც ამ თვისებების მქონე ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, დასჭირდება იტალიის რთულ ჩემპიონატთან და ჩვენს გუნდთან ადაპტირება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში შეუერთდება და იტალიურ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14242