ფეხბურთი

17:54 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" მანუელ ნოიერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნმა“ მანუელ ნოიერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც გერმანული გრანდის ვებგვერდი იტყობინება, 36 წლის კიპერი „ალიანს არენაზე“ 2024 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

გერმანელ კიპერსა და კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება კარგა ხნის მიღწეული იყო, ინფორმაცია კი ოფიციალურად ახლახან დადასტურდა.

მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წელს „შალკედან“ გადავიდა და მას შემდეგ 473 შეხვედრა ჩაატარა.

0.143834