ამბროლაურში, კომპლექსურ სასპორტო სკოლაში, კუდოში საქართველოს თასი გაიმართა. ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე კუდოისტმა მიიღო. საქართველოს თასი სხვადასხვა ასაკსა და 13 კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზებდნენ.
გამარჯვებულებს, თასები, მედლები და სხვა პრიზები გადაეცათ. კუდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც კარატის, ძიუდოს, კრივისა და ჭიდაობის ელემენტებს აერთიანებს.







