ფეხბურთი

2:24 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩვენ ლეგენდები ვართ და დაგვიმახსოვრებენ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი ფეხბურთელები უკვე ლეგენდები არიან და მათ დაიმახსოვრებენ.

პეპმა „ლივერპულიც“ შეაქო და აღნიშნა, რომ ასეთი გუნდი ცხოვრებაში არ უნახავს.

„ბოლო თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია, ბევრი ემოცია იყო. „ასტონ ვილამ“ ყველაფერი გაიღო, მათმა პირველმა გოლმა რაღაცები შეცვალა. ჩვენ უკვე ლეგენდები ვართ, ხუთ წელიწადში პრემიერლიგას ოთხჯერ რომ იგებ, ეს ნიშნავს, რომ ბიჭები მართლაც განსაკუთრებულები არიან. მომავალში ჩვენ ამით დაგვიმახსოვრებენ. სახლში გამარჯვება ჩვენი ფანების წინაშე, საუკეთესო რამეა. როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მესამესაც გავიტანდით.

ამ მიღწევის სიდიადე დაკავშირებულია ჩვენი მეტოქის სიდიადესთან. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს „ლივერპულის“ მსგავსი გუნდი. მათაც ვულოცავ, რადგან ისინი კვირიდან კვირამდე უკეთესსა და უკეთესს გვხდიდნენ. ახლა არ მაქვს მეტი ენერგია და მომავალ სეზონზე ფიქრის სურვილი, ჩვენ ისევ ჩემპიონები ვართ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილა“ მიუხედავად იმისა, რომ 0:2-ს აგებდა, 3:2 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა. „სიტიმ“ სეზონი 93 ქულით დაასრულა და „ლივერპულს“ 1 ქულით აჯობა, ხოლო პეპ გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში 32-ე ტიტული მოიგო.

0.11956