ფეხბურთი

12:09 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" ფანს, რომელმაც ოლსენი დააზიანა, სტადიონზე შესვლას სამუდამოდ აუკრძალავენ (+VIDEO)

„მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილას“ მეკარე რობინ ოლსენს ბოდიში მოუხადა, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ „სიტის“ ფანების ალყაში მოექცა და მათგან ფიზიკური დაზიანებაც მიიღო.

კლუბმა სასწრაფოდ გამოძიება დაიწყო და ამ ჟესტზე პასუხისმგებელ პირს „სიტის“ სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აეკრძალება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილა“ მიუხედავად იმისა, რომ 0:2-ს აგებდა, 3:2 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101325