ფეხბურთი

11:03 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზინჩენკო: "მინდა, ეს თასი ერთ დღეს უკრაინაში ჩავიტანო"

„მანჩესტერ სიტის“ მცველმა ოლეკსანდრ ზინჩენკომ ინგლისის პრემიერლიგის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ჩემპიონობა თანამემამულეებს მიუძღვნა. როგორც მან თქვა, სურს, ეს თასი ერთ დღეს უკრაინაში ჩაიტანოს.

„ეს ჩემთვის დაუვიწყარი ემოციებია. ამ გამარჯვებას ყველა უკრაინელს ვუძღვნი, ვინც ჩემს ქვეყანაში რუსულ აგრესიას გადაურჩა. ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ და მსურს, ოდესმე ეს ტიტული უკრაინაში ჩავიტანო“, - თქვა ზინჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ოლეკსანდრ ზინჩენკო „ასტონ ვილასთან“ თამაშში შეცვლაზე ჩაერთო და საგოლე პასი გააკეთა. „მანჩესტერ სიტი“ 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ 3:2 მოიგო და „ლივერპულს“ 1 ქულით გაასწრო.

0.117769