ჭიდაობა

17:04 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების 10 მედალი საერთაშორისო ტურნირზე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ათივე წონით კატეგორიაში მოიპოვა მედალი!

ქართველმა 20-წლამდელებმა შეჯიბრება 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს!

ჩემპიონები გახდნენ: რომეო ბერიძე (63 კგ), ნიკა ბროლაძე (67 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ), ბექა მელელაშვილი (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და კოტე სიჭინავა (97 კგ).

ბრინჯაოს მედლებს - ლუკა ჯავახაძე (55 კგ), თემურ ორჯონიკიძე (72 კგ) და თორნიკე მიქელაძე (77 კგ).

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში რევაზ ლაშხმა (მთავარი მწვრთნელი), გიორგი ჯობავამ და დავით ურიდიამ.

ივნისის ბოლოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

0.127838