ფეხბურთი

16:37 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა პსჟ-ს გაწვრთნაზე უარი თქვა

„პარი სენ ჟერმენში“ ზინედინ ზიდანის მისვლაზე ფრანგული მედია წერდა, მაგრამ ბოლო ცნობებით, მან პარიზულ კლუბში მუშაობაზე უარი თქვა.

Telefoot-ის ინფორმაციით, ზიდანი გამორიცხავს ამ ეტაპზე პსჟ-ში მუშაობას. წყაროს თანახმად, ის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებას ელოდება და საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა სურს, სადაც შესაძლოა, ყოფილი თანაგუნდელი დიდიე დეშამი შეცვალოს.

„პარი სენ ჟერმენთან“ მაურისიო პოჩეტინოს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბი არგენტინელი სპეციალისტის გათავისუფლებას გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113392