ფეხბურთი

14:18 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: პსჟ-დან ლეონარდო გაათავისუფლეს

„პარი სენ ჟერმენიდან“ სპორტული დირექტორი ლეონარდო დაითხოვეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს, რომელთა ცნობით, მალე პსჟ ამ ამბავს ოფიციალური განცხადებით დაადასტურებს.

ლეონარდო პსჟ-ში სპორტულ დირექტორად 2011-2013 წლებშიც მუშაობდა, ხოლო 2019 წელს პარიზში დაბრუნდა და ამ პოსტზე კიდევ სამი წელი იმუშავა.

როგორც ფრანგული პრესა წერს, კილიან მბაპესთან კონტრაქტის განახლების შემდეგ ლეონარდოს გათავისუფლება გადაწყდა. ახლა მოსალოდნელია, რომ კლუბი მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოსაც დაითხოვს.

აღსანიშნავია, რომ Telefoot-ის ცნობით, პოჩეტინოს შემცვლელად ზინედინ ზიდანი განიხილებოდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, „ზიზუმ“ პსჟ-ს გაწვრთნაზე უარი განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109443