ფეხბურთი

11:10 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ალ-ხელაიფი ფეხბურთისთვის ისეთივე საშიშია, როგორც სუპერლიგა"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ფეხბურთისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც სუპერლიგა.

„კლუბს, რომელსაც ბოლო სეზონებში 700 მილიონი ევროს ზარალი ჰქონდა, 600 მილიონზე მეტს გადაუხდის ფეხბურთელს ხელფასისთვის და ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა. ალ-ხელაიფი ისეთივე საშიშია, როგორც სუპერლიგა“, - დაწერა ტებასმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, ლა ლიგამ კი ფრანგულ კლუბს უეფაში უჩივლა.

0.117169