ფეხბურთი

1:27 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბორდო" 30 წლის შემდეგ ლიგა 2-ში გავარდა, მბაპემ სეზონი ჰეთ-თრიქით დაასრულა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2021-2022 წლების სეზონი დასრულდა და თუ ჩემპიონი დიდი ხნის გარკვეული იყო, სხვა ბევრი რამ გაირკვა.

„პარი სენ ჟერმენმა“, რომელმაც მატჩის წინ კილიან მბაპესთან კონტრაქტის განახლება საზეიმოდ დაადასტურა, „მეცი“ 5:0 გაანადგურა. კილიანმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა, რომელიც პარიზულ კლუბს ცრემლებით დაემშვიდობა. პსჟ ჩემპიონია, „მეცი“ კი, რომლის საკუთრებაში გიორგი მიქაუტაძეა, ლიგა 2-ში გავარდა.

ლიგა 2-ში გავარდა „ბორდოც“, მიუხედავად იმისა, რომ „ბრესტი“ სტუმრად 4:2 დაამარცხა. ჟირონდული გუნდი ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად დაქვეითდა. ამ პერიოდში „ბორდომ“ 8 ტიტული მოიგო, მათ შორის, ორჯერ საფრანგეთის ჩემპიონატი, თუმცა, ახლა ყველაფრის ქვედა ლიგიდან დაწყება მოუწევს.

მესამე გუნდი ჯერ არ გარკვეულა. მე-18 ადგილოსანი „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „ოსერს“ პლეი-ოფში დაუპირისპირდება და გამარჯვებული მომდევნო სეზონს ლიგა 1-ში გაატარებს. ორივე ისტორიული გუნდია, საინტერესოა ვის დარჩება გამარჯვება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს „მარსელი“, რომელმაც „სტრასბურს“ 4:0 აჯობა და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში „მონაკო“ გავიდა, მესამე ადგილით. ევროპა ლიგის საგზური „რენს“ ერგო, ასევე „ნანტს“, როგორც თასის გამარჯვებულს, ხოლო „ნიცა“ კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13255