სხვა

23:48 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯიროზე ლიდერი შეიცვალა

ჯიროს მე-14 ეტაპი, რომლის მარშრუტიც, რამდენიმე სამთო მონაკვეთს მოიცავდა, ბრიტანელმა საიმონ იეიტსმა მოიგო, ლიდერი კი ჯიროს ყოფილი ჩემპიონი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი გახდა.

იეიტსმა, ვისაც გამარჯვების შანსი თითქმის აღარ აქვს, ფინიშამდე 4 კილომეტრით ადრე დაიწყო გადამწყვეტი შეტევა. დაწინაურებულ ჯგუფში მასთან ერთად კიდევ სამი ველომრბოლი იყო, რომლებმაც მისი ტემპის აყოლა ვერ შეძლეს. მათ შორის იყო კარაპასიც (ფოტოზე), რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. მეორეზე კი ავსტრალიელი ჯეი ჰინდლი გავიდა.

აწ უკვე ყოფილი ლიდერი, ესპანელი ხუან პედრო ლოპესი ბოლოსწინა აღმართზე ჩამორჩა და საბოლოოდ, იეიტსთან ოთხ წუთზე მეტი წააგო. მეოთხე ადგილი დაიკავა ჯიროს ყოფილმა ჩემპიონმა, იტალიელმა ვინჩენცო ნიბალიმ, ვინც ფინიშს კარაპასთან (2019 წლის ჩემპიონი) და ჰინდლისთან ერთად მიღწია, მაგრამ მათთან სპრინტში ჩამორჩა. გამარჯვებულს სამივე 15 წამით ჩამორჩა.

სანამ იეიტსი შეუტევდა, კარაპასმა ურთულეს აღმართ სუპერგა-ზე დაიწყო შეტევა. 8.6-პროცენტიანი აღმართი 5 კილომეტრზე იყო გაჭიმული და სანამ ეკვადორელი მას დაასრულებდა, ჰინდლიმ, იეიტსმა და ნიბალიმ დაწევა შეძლეს.

14 ეტაპის შემდეგ, კარაპასი მეორეზე მყოფ ჰინდლის 7 წამს უგებს. მესამეზეა პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდა, ვინც იეიტსს 39 წამით ჩამორჩა და ეტაპი მეექვსემ დაასრულა, ლიდერთან კი 30 წამს აგებს.

0.112585