ესპანურ პრიმერაში ბოლო ტური იმართება. ორი მატჩი პარასკევს გაიმართა, ერთი შაბათს. დანარჩენი შვიდი კვირას ჩატარდება და ამით მიმდინარე სეზონი დამთავრდება.
დღეს, 21 მაისს, „ვალენსიამ“ „სელტას“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა, ცხრილში გადაუსწრო და მე-9 ადგილზე დადგა. თუმცა ეს საბოლოო ადგილი შეიძლება არ აღმოჩნდეს. კვირას „ოსასუნა,“ რომელიც ხოსე ბორდალასის გუნდს ერთი პუნქტით ჩამორჩება, „მალიორკას“ მასპინძლობს და წარმატების შემთხვევაში „ღამურების“ ადგილს დაიკავებს.
შაბათის მატჩში ანგარიში მაქსი გომესმა გახსნა 28-ე წუთზე. მესამოცეზე კი სტუმარმა ნესტორ არაუხომ საკუთარ კარში გაიტანა.
ამჯერად ვალენსიელთა კარს ესპანელი ხუამე დომენეკი იცავდა. ჩვენი გიორგი მამარდაშვილი კვლავ სათადარიგო გახლდათ.