ფეხბურთი

22:24 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „დინამო ბათუმი“ „თელავს“ ესტუმრა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა - 2:0.

ზღვისპირელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს იმ უპირატესობას მოპოვება, რაც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. 30-ე წუთზე ეფექტური დრიბლინგით ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ქართველმა შემტევმა „დინამო ბათუმში“ მეათე შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა. 10 წუთის მერე კი ზურიკო დავითაშვილმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ზურიკოსთვის ეს მესამე გოლი იყო ბათუმურ კლუბში.

„დინამო ბათუმმა“ 34 ქულა დააგროვა და „სამგურალისა“ და „დინამო თბილისის“ წყვილს 5-5 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში 25 მაისს, სწორედ წყალტუბოელებს შეხვდება. „თელავს“ 20 ქულა აქვს და მეექვსე საფეხურზეა, წინ კი „დინამო თბილისთან“ თამაში ელოდება.

აქვე ვთქვათ, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიამ მცირე ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში მოედანზე არ გამოჩენილა. 21 წლის შემტევი თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს და ტრავმა სერიოზული არაა, „სამგურალთან“ დაგეგმილ მატჩში დიდი ალბათობით ითამაშებს.

„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 კვარაცხელია (30), 0:2 დავითაშვილი (40)

0.1174