ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი, ყაზანის „რუბინი,“ რუსეთის პრემიერლიგას დაემშვოდობა. ბოლო, 30-ე ტურში ყაზანელებმა უშუალო კონკურენტ „უფას“ უმასპინძლეს და 1:2 დამარცხდნენ. ლეონიდ სლუცკის გუნდმა ჯამში 29 ქულა მოაგროვა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „რუბინის“ მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა. 31 მარტს კი ოფიციალურად გახდა ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი.