ფეხბურთი

19:05 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება და "ლოკომოტივის" მე-15 წაგება

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტური ორი მატჩით დაიწყო, ერთში „დინამო თბილისმა“ მოიგო, მეორეში - „სამგურალმა“.

კახა ცხადაძის გუნდმა თბილისურ დერბიში სტუმრად „ლოკომოტივს“ 2:0 აჯობა. „დინამომ“ თითო ტაიმში თითოჯერ გაიტანა - ჯერ გიორგი მოისწრაფიშვილმა პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ანზორ მექვაბიშვილმა სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო თბილისი“ 29 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „სამგურალთან“ ერთად იყოფს, ხოლო „ლოკომოტივი“ 15 ტურის შემდეგ 0(!) ქულით ბოლო ადგილზეა. სავარაუდოდ, ეს გუნდი გავარდება, რადგან პრაქტიკულად მეორე წრე სრულდება და ჯერ 1 ქულაც არ მოუპოვებია.

სამაგიეროდ, წყალტუბოს „სამგურალი“ ფანტასტიკურ ფორმაშია, რომელმაც ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ბოლო 8 ტურია საერთოდ არ დამარცხებულა. გიორგი მიქაძის გუნდმა ამჯერად იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედოს“ აჯობა - 3:0. წყალტუბოელებმა სამივე გოლი მეორე ნახევარში გაიტანეს და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. „სამგურალს“ 29 ქულა აქვს და „დინამო თბილისთან“ მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს. "ტორპედოს" 15 ტურში 15 ქულა აქვს და მერვე საფეხურზეა.

„ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მოისწრაფიშვილი (45, პენ), 0:2 მექვაბიშვილი (65)

„სამგურალი“ – „ტორპედო“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჩიხლაძე (53), 2:0 ჯერალდო (65), 3:0 გავაშელიშვილი (82)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119207