კალათბურთი

18:04 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვირტუსის" დირექტორი: "შენგელიასთან კონტრაქტის შესახებ სეზონის შემდეგ ვისაუბრებთ"

„ვირტუს ბოლონიას“ გენერალურმა დირექტორმა პაოლო რონჩიმ თორნიკე შენგელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. ქართველ კალათბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში.

რონჩის განცხადებით, მათ ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავენ აღნიშნულ საკითხს.

„როდესაც მან კონტრაქტი გააფორმა, ერთმანეთს დავპირდით, რომ ჯერ მიზნებს მივაღწევდით და შემდეგ ვისაუბრებდით. ის ბოლონიაში კარგად გრძნობს თავს, ჩვენთვის გუნდში მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. პლეი-ოფის შემდეგ ერთმანეთის პრიორიტეტები ვიქნებით“, - თქვა რონჩიმ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიასთან“ ერთად ევროთასი უკვე მოიგო, ხოლო იტალიის სერია A-ში ჩემპიონობისთვის იბრძვის. ამჟამად ქართველი კალათბურთელი ტრავმირებულია და მოედანზე დაახლოებით 10 დღეში უნდა დაბრუნდეს.

0.120048