ფეხბურთი

17:19 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ლევანდოვსკის "ბაიერნის" დატოვება სურს, მაგრამ ახლა კლუბთან უნდა ვისაუბროთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და პოლონელი ფეხბურთელის დამატება არ გამორიცხა. ესპანელმა სპეციალისტმა ამ ეტაპზე არსებული ინტერესი დაადასტურა კიდეც.

„ლევანდოვსკი არის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც გვაქვს. მან თქვა, რომ სურს „ბაიერნის“ დატოვება, ახლა ჩვენ კლუბს უნდა ვესაუბროთ, მაგრამ ვიცით, რომ „ბაიერნი“ იოლად არ შეელევა“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მის განახლებაზე უარი თქვა, რის გამოც გერმანულ კლუბს პოლონელის გაყიდვა დამდეგ ზაფხულს შეიძლება მოუწიოს. ლევანდოვსკის ყველაზე აქტიურად სწორედ „ბარსელონას“ უკავშირებენ, სადაც გადასვლა თავადაც სურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10901