ფეხბურთი

15:04 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანი: "არ გვიჭრდება ფეხბურთელები, რომლებიც "ბაიერნს" პლაცდარმად იყენებენ სხვაგან წასასვლელად"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კანმა კლუბის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „ბაიერნს“ არ სჭირდება ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სხვაგან წასვლაზე ფიქრობენ და „რეკორდმაისტერი“ მხოლოდ შუალედურ ნაბიჯად მიაჩნიათ.

„ბაიერნი“ არ არის და არც იქნება შუალედური კლუბი ფეხბურთელების განვითარებისთვის სხვა გუნდებში გადასვლამდე. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი ძალა ვართ. ბევრი ფეხბურთელია, ვისაც ჩვენთან თამაში სურს. გვინდა, რომ საუკეთესო მოთამაშეები რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. ამიტომაც გავაგრძელეთ კონტრაქტი, კიმიხთან, კომანთან, გორეტცკასთან და მიულერთან. მუსიალაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხასიათი, მენტალიტეტი, ნებისმიერ ვითარებაში გამარჯვების უნარი - ეს ყველაფერი გადამწყვეტია. ფეხბურთელებმა ყველა თამაშში უნდა იბრძოლონ გამარჯვებისთვის. თუმცა, ეს ყველასთვის მიღწევადი არ არის.

ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს მკერდზე „ბაიერნის“ ლოგო. ასეთი მოთამაშეების პოვნა სულ უფრო რთული ხდება. ჩვენ არ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც აღიქვამენ კლუბს, როგორც პლაცდარმს შემდგომი ნახტომისთვის, რათა აქ ცოტა დრო გაატარონ და შემდეგ წავიდნენ“, - თქვა კანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12213