ფეხბურთი

13:55 | 21.05.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ანჩელოტი: "ისკოს კარიერა "რეალში" დასრულებულია, მეტის გაკეთება შეეძლო"

მადრიდის „რეალს“ ისკო დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კარლო ანჩელოტიმ ოფიციალურად დაადასტურა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 30 წლის ესპანელი ნახევარმცველი.

„მისი დებიუტი „რეალში“ ჩემს პირველ მატჩს დაემთხვა და გოლი თავური დარტყმით გაიტანა. დღეს მან აქ ბოლოჯერ ითამაშა, მეტი შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ამ წლების განმავლობაში“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდის „რეალმა“ 2013 წელს „მალაგადან“ დაიმატა და მას შემდეგ ესპანელმა ნახევარმცველმა 353 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 18 ტიტული მოიგო. ისკოს 28 მაისს მე-19 ტიტულის მოგების შანსიც ექნება და თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ისკოს ამ ჯილდოს მეხუთედ დაეუფლება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:15 | 14.06.2017
test (113)

ზაზა ოქრო ხარ ოქრო ¡!!!!!

17:51 | 13.06.2017
პანტელეიმონი (4347)

დიდი მადლობა ჩვენო ზაზა ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! !

14:56 | 13.06.2017
რაჭა (10043)

მადლობა..სასიამოვნო სანახაობაა ოკლენდში ქარული დროშა

14:53 | 13.06.2017
helguera (214)

შენ გენაცვალე ზაზა

14:36 | 13.06.2017
BEERTRANCE (97819)

კიდევ 1-ელ ვულოცავ ზაზას.

14:30 | 13.06.2017
merab1970 (181)

გილოცავ ზაზა, ერთეულებს თუ ერგება ასეთი გამარჯვების შანსი. შენ ეს შეძელი. უამრავ წარმატებებს გისურვებ შენ და სრულიად საქართველოს

14:24 | 13.06.2017
djanxoteli7480 (1064)

ყველა გილოცავთ!!!

0.062488