კალათბურთი

11:46 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დონჩიჩის მორიგმა შოუმ "დალასი" ვერ იხსნა და "გოლდენ სტეიტმა" უპირატესობა გაზარდა (+VIDEO)

NBA-ს პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაში „გოლდენ სტეიტმა“ „დალას მავერიქსთან“ მეორე თამაშიც მოიგო და უპირატესობა გაზარდა - 2:0.

ოკლენდელებმა მეტოქეს საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში, 126:117 აჯობეს. „დალასმა“ პირველი ტაიმი 14 ქულით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სერიაში სიტუაცია ძალიან გაირთულა.

„მავერიქსს“ ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც მორიგი ფანტასტიკური თამაში ჩაატარა - 42 ქულა, 5 მოხსნა, 8 პასი. თუმცა, სლოვენიელის ესოდენ კარგი თამაში არ დაფასდა, რადგან „უორიორზი“ ბევრად უფრო გუნდური იყო. „მეომრებში“ სტეფ კარი იყო საუკეთესო 32 ქულით, 8 მოხსნით და 5 პასით, ჯორდან პულის აქტივში კი 23 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასია. „დალასში“ ჯალენ ბრუნსონიც გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 31 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი შესძინა.

ამრიგად, „გოლდენ სტეიტმა“ ორივე საშინაო თამაში მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა, ხოლო მესამე შეხვედრა 23 მაისს, დალასში გაიმართება.

0.114909