ფეხბურთი

21:23 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა "დორტმუნდში" საჩუქრებისთვის ნახევარი მილიონი დახარჯა

ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდში“ მხოლოდ წელიწადნახევარი ითამაშა, მაგრამ როგორც ჩანს, გერმანული კლუბი ძალიან შეუყვარდა.

გარდა იმისა, რომ ნორვეგიელი „სიგნალ იდუნა პარკზე“ ფანებს ძალიან ემოციურად და თბილად დაემშვიდობა, თანაგუნდელებსა და კლუბის სტაფის ყველა წევრს საჩუქრებიც დაუტოვა.

როგორც Bild-ი წერს, ჰოლანდმა თითქმის ნახევარი მილიონი ევრო დახარჯა საჩუქრებისთვის. მან ყველა თანაგუნდელებს 15 ათას ევროზე მეტი ღირებულების საათები გადასცა, ხოლო პერსონალის ოცამდე წევრს 10 ათასზე ნაკლები ღირებულების საათები აჩუქა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდმა „დორტმუნდში“ 89 შეხვედრაში 86 გოლი გაიტანა. 21 წლის ნორვეგიელი ფორვარდი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

0.112223