„ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე შესაძლოა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.
ფრანგი ფეხბურთელი ესპანელებთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 30 ივნისს იწურება, შეთანხმებას ვერ აღწევს, რის გამოც დიდი შანსია კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ლონდონელები კი მის გადაბირებას სწორედ უფასოდ იმედოვნებენ.
შეგახსენებთ, უსმან დემბელე „ბარსელონამ“ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ ნეიმარის შემცვლელის სტატუსით დაიმატა, მაგრამ ფრანგმა ფეხბურთელმა მოლოდინი ვერ გაამართლა და დროის უმეტესი ნაწილი ლაზარეთში გაატარა.